სტატია
  1. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  2. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  3. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  4. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  5. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  6. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  7. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  8. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
"ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა"
საზოგადოება

"ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა"

"გაერთიანებული სამეფო მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა კვლავ მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ხმებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზნობრივი სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, მოსამართლეებზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, აგრეთვე მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა" - განუცხადა ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ კონსერვატორმა დეპუტატს, რომელმაც მას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში შეკითხვა გაუგზავნა და ჰკითხა:

"შეაფასა თუ არა, მისმა სამსახურმა იმ მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც აშშ-მ გამოიყენა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების მიღებისას; და შეაფასა თუ არა მან იმ პირებზე სანქციების დაწესების შესაძლო მიზანშეწონილობა, რომლებიც დაკავშირებული არიან (ა) სამოქალაქო საზოგადოების, (ბ) დამოუკიდებელი მედიისა და (გ) პოლიტიკური რეპრესიის ჩახშობასთან საქართველოში“.