სტატია
  1. თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
  2. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
  3. თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
  5. თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
  6. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  7. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  8. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს
სოც. მედია

უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს

უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს

InformNapalm-ის ცნობით, ჩამოგდებული ხომალდი იყო Su-57 - რუსეთის მე-5 თაობის გამანადგურებელი, რომელსაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში „მსოფლიოში საუკეთესო“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული Telegram არხები კატასტროფის მიზეზად საკუთარი ცეცხლით ჩამოგდებას (friendly fire) ასახელებდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ინციდენტი „ტექნიკურმა გაუმართაობამ“ გამოიწვია

InformNapalm-ის თანახმად, Su-57-ის დაკარგვა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული კომბინირებული HUMINT (ადამიანური რესურსებით დაზვერვა) და CYBINT (კიბერდაზვერვა) ოპერაციის შედეგი იყო. ჯგუფმა აღნიშნა, რომ კოორდინირებულმა კოგნიტურმა და კიბერმოქმედებებმა იმოქმედა „ბარს-მოსკოვის“ საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟის მუშაობაზე და სისტემა რუსულივე თვითმფრინავის წინააღმდეგ მიმართა.