სტატია
  1. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  2. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  3. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  4. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  5. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  6. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  7. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  8. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
სოც. მედია

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან დაარღვია.

ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის მიერ დაფიქსირებულმა ობიექტმა მოლდოვის საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ლიმანსკის რაიონიდან, დნესტრისპირეთის რეგიონის ქალაქ დნესტროვსკის მახლობლად გადაკვეთა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 10 წუთის შემდეგ საფრენი აპარატი იმავე მარშრუტით უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდა.