სტატია
  1. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  2. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  3. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  4. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  5. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  6. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  7. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  8. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
"უკრაინამ, შესაძლოა, 500 სამიზნის იდენტიფიცირება შეძლო – მადლობა ამისთვის, რადგან ჩვენც გვაქვს 500 სამიზნე მათთვის"
მსოფლიო

"უკრაინამ, შესაძლოა, 500 სამიზნის იდენტიფიცირება შეძლო – მადლობა ამისთვის, რადგან ჩვენც გვაქვს 500 სამიზნე მათთვის"

"უკრაინამ, შესაძლოა, 500 სამიზნის იდენტიფიცირება შეძლო – მადლობა ამისთვის, რადგან ჩვენც გვაქვს 500 სამიზნე მათთვის. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული სამიზნე, ზუსტი კოორდინატებით, რომელიც ბელარუსიდან არც ისე შორს მდებარეობს. მათ ეს კარგად ესმით.

ის [რობერტ "მადიარი" ბროვდი] ამბობს, რომ ხედავს 500 სამიზნეს – ალბათ, თუ ბრმა არ არის, კიდევ უფრო მეტსაც ხედავს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენც ვხედავთ, ვინ დგას საზღვრის მეორე მხარეს. ესენი არიან ქუჩებში დაკავებული ადამიანები, საწყალი უკრაინელები და ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჯარისკაცები - გუშინდელი მუშები, მანქანათმშენებლები, კოლმეურნეები და ა.შ. რა მეომრები ეგენი არიან? ისინი საზარბაზნე ხორცი არიან...

პრეზიდენტის ყბედობა - მაპატიე, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, მაგრამ ეს სისულელეა - განსხვავდება სამხედროების პოზიციისგან. უკრაინელ სამხედროებს არ სურთ ბელარუსთან რაიმე სახის ომი, ეს დაზუსტებით ვიცი. მათ ესმით, რომ ეს ნიშნავს დამატებით 1 000 კილომეტრიან ფრონტის ხაზს, საზღვარს და თანაც არა მარტივ საზღვარს ბელარუსსა და უკრაინას შორის. სჭირდებათ მათ ეს? არა" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.