სტატია
  1. ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
  2. ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
  3. ჟურნალისტი ტრამპს: "შეხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს ომის დასრულების განსახილველად, ისე, რომ იქ არ იყოს პრეზიდენტი ზელენსკი"?
  4. თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
  5. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
  6. თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
  7. აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სახელწოდებით: არა მეფეებს
  8. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
სოც. მედია

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ განახლებულ მონაცემებში ტრამპის მიმდინარე ვადის დაწყებიდან (2025 წლის იანვარი) გაუქმებული ვიზების რაოდენობა 175 000-ზე მეტს შეადგენდა. ტრამპი აცხადებს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და დეპორტაციის კამპანია შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გააუქმა და უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ისტორიაში“. მისი თქმით, ადმინისტრაციას აქვს „ნულოვანი ტოლერანტობა იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ვიზით და არღვევენ კანონს, ჩადიან თაღლითობას ან საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ტრამპის ადმინისტრაციამ ემიგრანტებისა და ვიზის მაძიებლების სოციალური ქსელების გამკაცრებული შემოწმებაც დანერგა.