სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთი აღიარება დაიმსახურა - ზედიზედ უკვე მეორედ კომპანია Toyota Ichiban-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. პორტუგალიის ალგარვის რეგიონში გამართულ Toyota-ს ყოველწლიურ ცერემონიაზე ქართული კომპანია ევროპის საუკეთესო დილერებს შორის დაასახელეს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2 200-ზე მეტ ევროპულ სადილეროს შორის გამოარჩიეს და 34 ქვეყნის 47 საუკეთესო დილერთან ერთად დაჯილდოვდა.

იოშიჰირო ნაკატა, Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი: „Ichiban-ის გამარჯვებულები ყოველდღიურად აჩვენებენ, რას ნიშნავს მომხმარებლის ნდობის დამსახურება. ისინი არ შემოიფარგლებიან მოლოდინების დაკმაყოფილებით - უსწრებენ ამ მოლოდინებს, თავად აყალიბებენ მათ და მთელი ჩვენი ქსელისთვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებენ. სწორედ მათი უნარი, მოერგონ ცვლილებებს, ითანამშრომლონ და განუწყვეტლივ ისწრაფონ გაუმჯობესებისკენ, განსაზღვრავს Toyota-ს მომავალს ევროპაში“.

 „იჩიბანი“ იაპონური სიტყვაა და ქართულად ნომერ პირველს ნიშნავს. ეს ჯილდო ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე უბრალოდ სერვისია. წლევანდელი ღონისძიება ერთგვარი პლატფორმა გახდა გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობის განმტკიცებისა და ინდუსტრიის მომავლის ერთობლივად განსაზღვრისთვის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი: „იჩიბანის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოპოვება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებას, პროფესიონალიზმსა და იმ მაღალი სტანდარტის დაცვას, რომელსაც Toyota მსოფლიოს მასშტაბით აწესებს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ რეგიონში მოქმედ დილერებს შორის სწორედ საქართველოდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ შეძლო ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება. ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული გუნდის შესაძლებლობებს საერთაშორისო დონეზე. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიური შრომაც ამ წარმატების საფუძველია, ჩვენს მომხმარებლებს კი - ნდობისა და ერთგულებისთვის“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ერთადერთი ქართული კომპანიაა გამარჯვებულთა შორის, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წამყვან დილერებთან ერთად, საქართველოს წარმოადგენდა ცერემონიაზე. ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლები, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა კომპანიის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო დილერებს, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ზედიზედ მეორედ მოპოვებული ჯილდო არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთ დასტურია და ცხადყოფს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.