სტატია
  1. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  2. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  3. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  4. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  5. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  6. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  7. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  8. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

თიბისი მომხმარებლებს გზავნილების განაღდების შესაძლებლობას განსაკუთრებული კონვერტაციის კურსით, 24/7-ზე სთავაზობს - სახლიდან გაუსვლელად, მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებასა და მათთვის დამატებითი სარგებლის შექმნაზე.

12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში გზავნილების განაღდებისას მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ წამახალისებელ კამპანიაში და მოიგონ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.

კამპანიაში მონაწილეობისთვის მომხმარებელმა მინიმუმ 300 ლარის, დოლარის ან ევროს  ოდენობის გზავნილი უნდა გაანაღდოს. გამარჯვებულები კი სამი საპრიზო კატეგორიის მიხედვით გამოვლინდებიან: ყოველკვირეული პრიზი - 1 000 ლარი, ყოველთვიური პრიზი -5 000 ლარი, სუპერპრიზი -10 000 ლარი.

კამპანიის დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

თიბისის მობაილბანკში, პირველად საქართველოში, შესაძლებელია გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციაც - ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, დააკონვერტიროს ზუსტად ის თანხა, რომელიც იმ მომენტში სჭირდება, დარჩენილი თანხა კი მიღებულ ვალუტაში უსაფრთხოდ შეინახოს.

გაანაღდეთ გზავნილები მარტივად თიბისიში და ჩაერთეთ წამახალისებელ კამპანიაში. რაც უფრო მეტ გზავნილს გაანაღდებთ, მით მეტი შესაძლებლობა გექნებათ, მოიგოთ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.