სტატია
  1. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  2. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
  4. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
  5. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
  6. თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
  7. უკრაინელმა სამხედროებმა საევაკუაციო დრონით ერთ კვირაში ფრონტიდან ორი დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანეს
  8. კაკლის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ბიზნესი

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა. ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო.

მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას.

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.