სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ბიზნესი

თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance - თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა. 

საერთაშორისო ჯილდო თიბისის გადაეცა ინოვაციური სიახლეების დანერგვისთვის, რომლებიც მომხმარებლების გამოცდილებას აუმჯობესებს. თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული გადახდებისა და სხვა ინოვაციური სიახლეების დანერგვით, მომხმარებელი მასზე მორგებულ, პერსონალიზებულ გამოცდილებას იღებს, უფრო სწრაფად შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება, რაც მას უზოგავს დროს და ცხოვრებას უმარტივებს.   

Global Finance-მა თიბისის დამატებით ჯილდო გადასცა ბანკის მიერ დანერგილი ინოვაციისთვის  - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში.  

„ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance თიბისი დაგვასახელა ყველაზე ინოვაციურ ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი ყველა ინოვაციის მიზანია - გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება. ამ ჯილდომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თიბისი არის საერთაშორისო კომპანია, რომელმაც საქართველოს ფინანსურ სექტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა" - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

Global Finance Innovators Awards უკვე 13 წელია გამოარჩევს და აღიარებს იმ ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს, რომლებიც ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ და განსაზღვრავენ ინდუსტრიის განვითარებას. ეს ჯილდოები მსოფლიო მასშტაბით აღიარებს ფინანსური ინსტიტუტების სანდოობასა და მაღალ რეპუტაციას. წლების განმავლობაში, თიბისის, Global Finance-ის სხვადასხვა ნომინაციაში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.