სტატია
  1. სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
  2. თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
  3. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  4. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  5. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
  6. უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებში ახალ წარმატებებს მიაღწიეს - მათ პოზიციები დაიბრუნეს ან გააფართოვეს
  7. ძლიერი წყალდიდობის შედეგად ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა
  8. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.

თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.

თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილიაწიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.

წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცეიკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.

წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.

თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.