სტატია
  1. თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
  2. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
  3. თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
  5. თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
  6. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  7. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  8. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

თიბისის მხარდაჭერით 2025 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება.

პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და  ცაგერის ისტორიული  მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორია მარიამ კაკაბაძე.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე - გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში.

მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია აქცენტს აკეთებს ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.

განახლებული მუზეუმი ერთდროულად წარმოგვიდგენს, როგორც ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროს, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობდა,  დასავლურ-ქართული  ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.

ახალი ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და  პირად ნივთებს,  რომელიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

პროექტის მიზანია  ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ ადგილად, არამედ ცოცხალ კულტურულ სივრცედ, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას.

თიბისი, როგორც კულტურის ერთგული მხარდამჭერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს კულტურული ფასეულობების დაცვასა და მათ თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას, რისი ნათელი გამოხატულებაც არის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლების მხარდაჭერა. პროექტი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას, ინარჩუნებს ისტორიულ მეხსიერებას და ახალ სიცოცხლეს სძენს ქვეყნის კულტურულ გარემოს.