სტატია
  1. New York Times წერს, რომ ირანის ხელისუფლებამ Starlink-ის ჩასახშობად სპეციალური სამხედრო დანიშნულების ელექტრონული აღჭურვილობა გამოიყენა
  2. "ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანელ ხალხთანაა. ახლა დროა. გაუძელით! მე ირანის გვერდით ვდგავარ"
  3. McDonald’s დადიანზე  - თბილისში კიდევ ერთი რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
  4. ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
  5. "ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობები კვლავ სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დაღუპულთა რიცხვი საათობრივად იზრდება"
  6. ისპაჰანში ძალოსნობაში ორგზის ეროვნული ჩემპიონი, შაჰრამ მაგსუდი მოკლეს
  7. ირანში, რეჟიმის საწინააღმდეგო აქციაზე, 20 წლის ალი ჯანანი მოკლეს
  8. „მაქრო სითი თბილისი“ – „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ბიზნესი

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო სამ ნომინაციაში გადაეცა. თიბისი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოებაზე ერთდროულად 3 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ჯილდო მიიღო თიბისის IT აკადემიამ — რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. აკადემიაში სწავლების პროცესს, თიბისის გუნდის პროფესიონალებთან ერთად, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები, რაც ყოველწლიურად ზრდის სასწავლო პროგრამების ხარისხსა და რეალურ გავლენას სექტორზე.

თიბისის IT აკადემია 2019 წელს დაარსდა. დღეს, უკვე 5,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს. მათგან 30% თიბისი ჯგუფში მუშაობს, დანარჩენი კი სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებს კარიერას. IT აკადემია საქართველოში, პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პლატფორმაა.

თიბისიმ მეორე ჯილდო „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ კატეგორიაში მიიღო. თიბისიმ წარადგინა ის აქტივობები და ინიციატივები, რომელსაც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ახორციელებს. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა თიბისის ESG სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თიბისი ელექტროენერგიას 12 მზის სადგურიდან იღებს, რითაც რეგიონებში ფილიალების მოხმარების 80%, თბილისში კი 27% იფარება. ავტოპარკის 57% ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისგან შედგება. თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 2.07 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,2 მილიონი ლარი მწვანე და კლიმატთან დაკავშირებული ნაწილია.

მესამე ჯილდო კი თიბისის ESG აკადემიისთვის გადაეცა, კატეგორიაში - „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. თიბისიმ ESG აკადემიის შესაქმნელად ორგანიზაცია Finance in Motion-ის დახმარებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში - EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას უფასოდ სთავაზობს ქართულ ენაზე. პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა. ჯამურად აკადემიის კურსს 900 თიბისელი და 300 მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტიდან.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, თიბისის დამატებითი სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც კომპანიამ, რომელიც კონკურსის დასაბამიდან - დღემდე, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია უზიარებს ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამასთანავე, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.