სტატია
  1. Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
  2. განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
  3. უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
  4. გაზპრომის აქციები ბოლო 20 წლის ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
  5. "დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია"
  6. უნგრეთმა ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო
  7. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  8. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

თიბისი აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა:

  • ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის თიბისის საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ჯილდო გადაეცა;
  • სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობისა და ფერმერული მეურნეობის დაფინანსებისთვის ბანკმა სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო მიიღო;
  • მრავალფეროვნებისა და შშმ პირთა ჩართულობის ზრდისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის კი თიბისიმ გამარჯვება შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობის ნომინაციაში მოიპოვა.

„საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ნომინაციაში თიბისიმ ზედიზედ მე-11-ედ გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს - კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ. სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო კი იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მიმართავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან წელს პირველად მოიპოვა ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას”,- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.