სტატია
  1. თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
  2. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
  3. თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  4. სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
  5. თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
  6. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  7. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  8. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

წარმატებისთვისსწორ დროს და სწორ ადგილასყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა თიბისი ტექსკოლა.

გაიცანით რეზი გაფრინდაშვილი საჩხერედან, რომელმაც თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით თავის სკოლას საჩუქრად გაუკეთა ვებ გვერდი.

„ადამიანები სწორ დროს და სწორ ადგილს ალბათ თავად ქმნიან თავისივე მონდომებით და შესაძლებლობებით. საჩხერე ჩემთვის მშვიდი, საინტერესო და სწორი ადგილია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სწავლისთვის და მუშაობისთვის. მომავლში ვგეგმავ თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით გავაკეთო თამაში სადაც მთავარი მოქმედება ციხესიმაგრეში განვითარდება“ - რეზი გაფრინდაშვილი.

უკვე სამი წელია, თიბისი ტექსკოლა 9-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში უკვე 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის მონაწილეები სწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ვებდეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, მობილური აპლიკაციების შექმნა, გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მარკეტინგი.

თიბისი ტექსკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ არის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, ქმნიან პირველ ციფრულ პროექტებს და თანატოლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მუშაობენ. ამ პროცესში ისინი ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა და ციფრული თანამშრომლობის უნარებსაც ივითარებენ.

ტექსკოლასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი კამპუსსა და IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები ეს არის სწორი ადგილი განათლებისთვის!