სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  2. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  3. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  5. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  6. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  7. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  8. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ბიზნესი

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

9 სექტემბერს, თბილისში Testers’ Day 2026 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროფესიონალებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და QA სფეროს ლიდერებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი.

Testers’ Day საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტესტირების სფეროს განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 2026 წლის ღონისძიება GeoSTQB-ის ორგანიზებით გაიმართება და ISTQB-ის საერთაშორისო Conference Network-ის ნაწილია.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს - ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების მომავალი, რეალური ტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, QA ბაზრის მიმდინარე ტენდენციები, პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და ხარისხის კულტურა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება, გაეცნონ რეალურ ქეისებს და ჩაერთონ დისკუსიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში.

„ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შექმნას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ადამიანების, პროფესიული ცოდნისა და იმ კულტურის გაძლიერებაც, რომელიც ხარისხიან ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის. ტესტირება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია Testers’ Day-ის მხარდაჭერა და იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაში მონაწილეობა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს ციფრულ გამოცდილებას“  - აღნიშნავს ალექსანდრე ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი. 

თიბისი ტექისთვის ტექნოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერა მისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან, მხარს უჭერს პროფესიულ ღონისძიებებს, ცოდნის გაზიარებასა და ახალი თაობის ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.