სტატია
  1. „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  2. თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
  3. 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა
  4. თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
  5. თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
  6. სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 319 სამხედრო დაკარგა
  8. „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო
ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო

სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე Global Banking & Markets 2025 თიბისი ბრინჯაოს სპონსორად იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მაღალი რგოლის მენეჯერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან. გლობალურ ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონის დიალოგს, ახალ პარტნიორობებსა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

გლობალურ ფორუმზე თიბისი კაპიტალისა და თიბისი აქტივების მართვის გუნდმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საინვესტიციო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივები.

საერთაშორისო ღონისძიებაზე, სპეციალურ სტენდთან თიბისი ჯგუფის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე კი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოშვებულმა ობლიგაციებმა “წლის გარიგების” ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო კომპანიამ Georgia Global Utilities (GGU) მოიპოვა, რომელმაც გასულ წელს 300 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები გამოუშვა.