სტატია
  1. თიბისი კონცეპტი - კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
  2. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
  3. "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და სამყარომ ამაზე, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა"
  4. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსახიობ რობერტ დე ნიროსა და ორ დემოკრატ კონგრესმენს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება
  5. „შეთანხმება არ იქნება, თუ უკრაინა და მისი ხალხი არ დაიჯერებს, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება"
  6. თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა - Euromoney
  7. საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადება - ახალი კანონპროექტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში
  8. "მზად ვართ, ვუპასუხოთ კითხვებს, მაგრამ არ ვართ მზად, უარი ვთქვათ ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლებაზე"
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” -  ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.


სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.


მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.