სტატია
  1. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  2. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  3. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  4. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  5. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  6. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  7. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  8. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა Visa-მ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი გახსნა, რომელშიც თიბისი კონცეპტის სივრცე მოეწყო.

საქართველოში ეს არის რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ- მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ფუნქციური ზონები, მშვიდი და სასიამოვნო გარემო.

„თიბისის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა და მათზე სწრაფი რეაგირებაა. ჩვენი მომხმარებლებისთვის მგზავრობისას დრო და კომფორტი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით გახსნილი ბიზნეს ლაუნჯი იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მომხმარებლები ფრენამდე დასვენებას ან მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებას შეძლებენ“, - გიორგი თხელიძე თიბისის გენერალური დირექტორი

ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებს: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite.

" საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა Visa-ს სტრატეგიული პრიორიტეტია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ჩვენი პრემიული ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილებას უფრო მოქნილს, კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის. მიხარია, რომ მალე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსაც შევთავაზებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს საკუთარ მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტ აეროპორტში აქვთ.