სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
  2. თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
  3. აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სახელწოდებით: არა მეფეებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  5. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  6. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  8. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

თიბისი კაპიტალი Euromoney-ს 2026 წლის Markets Awards-ის გამარჯვებულია. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ კომპანია აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესოდ (Georgia’s Best Equities House) აღიარა.  

თიბისი კაპიტალი საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიენტებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების შესაძლებლობებს სთავაზობს. კომპანია სხვადასხვა ციფრული პლატფორმის მეშვეობით ემსახურება როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ ინვესტორებს.

თიბისი ინვესტიციები - თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებული პლატფორმით მომხმარებლებს დაახლოებით 9,000 აქციასა და ფონდში ინვესტირება შეუძლიათ. ასევე, თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მობაილბანკიდან ამერიკის ბაზრების გარდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც სთავაზობს ინვესტირებას. საინვესტიციო პლატფორმას ამ ეტაპზე 200 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.  

თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა - თიბისი კაპიტალის ტრეიდინგ პლატფორმა გამოცდილ ინვესტორებს აშშ-ის, ევროპის, გაერთიანებული სამეფოსა და აზიის ბაზრებზე წვდომას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ აქციებით, ETF-ებით, ბირჟაზე სავაჭრო ოფციონებით, ობლიგაციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.

ინდივიდუალური საინვესტიციო მომსახურება - თიბისი კაპიტალი კლიენტებს სთავაზობს როგორც პასიური და აქტიური მართვის საინვესტიციო სერვისებს, ისე ტრეიდინგის საკონსულტაციო მომსახურებას. შეთავაზება მორგებულია თითოეული კლიენტის საინვესტიციო მიზნებსა და რისკის პროფილზე.

“თიბისი კაპიტალის მიზანია, ინვესტორებს სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობაზე წვდომა გავუმარტივოთ. ჩვენ ვფარავთ მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ბაზრებს და ყველა ტიპის ინვესტორს მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს ვთავაზობთ. ამ სერვისების განვითარებით ახალ შესაძლებლობებს ვაჩენთ საქართველოსა და რეგიონში. Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი გუნდის ყოველდღიური ძალისხმევის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც თიბისი კაპიტალის ლიდერობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.