სტატია
  1. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  2. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  3. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  4. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  5. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  6. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  7. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  8. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
"სულ მცირე, 4-ჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ჩვენმა პენსიონერებმა ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს მიაღწიონ"
საზოგადოება

"სულ მცირე, 4-ჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ჩვენმა პენსიონერებმა ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს მიაღწიონ"

„საქართველოში საშუალოდ 750 ათასი პენსიონერია. ამ კვლევის მიხედვით, 750 ათასი პირი, პენსიის სახით მინიმალური საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის მხოლოდ 22 პროცენტს იღებს… ე.ი. სულ მცირე, 4-ჯერ უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ჩვენმა პენსიონერებმა ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს მიაღწიონ, რაც შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე. ევროკავშირში გაწევრიანება კი, შეუძლებელია ოცნების პირობებში…“ - წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ Euronews-მა გამოაქვეყნა HR კომპანია Moorepay-ს კვლევა იმის შესახებ არის თუ არა, სახელმწიფო პენსია საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში.

აღმოჩნდა, რომ საქართველო სიის ბოლოშია. ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებს შორის. საქართველოში პენსია აუცილებელი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22 პროცენტს ფარავსა.