სტატია
  1. YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
  2. ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
  3. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
  4. უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებში ახალ წარმატებებს მიაღწიეს - მათ პოზიციები დაიბრუნეს ან გააფართოვეს
  5. ძლიერი წყალდიდობის შედეგად ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა
  6. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
  7. თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „ზაქარას კეთილი მანქანის" მხარდაჭერას აგრძელებს
  8. თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
"სანქციების გვერდის ავლის მასშტაბური სქემები - ეს არის მკვლელობებში აბსოლუტურად რეალური თანამონაწილეობა"
სოც. მედია

"სანქციების გვერდის ავლის მასშტაბური სქემები - ეს არის მკვლელობებში აბსოლუტურად რეალური თანამონაწილეობა"

„პუტინმა თავისი სიგიჟით კიდევ ერთხელ „გაიმარჯვა“ ჩვეულებრივი ბავშვების სიცოცხლეზე, საცხოვრებელ სახლებზე, კიევის პოლიკლინიკაზე. შაჰიდები იყო დნეპრის მრავალსართულიანი კორპუსების წინააღმდეგ და რატომღაც კიდევ კიევის ჩინური ავტომობილების ავტოსალონის წინააღმდეგ. „ცირკონი“ ერთდროულად შვიდი სახლის წინააღმდეგ. შაჰიდები ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავის ოლქის სახლებზე. დარტყმები ჩერნიგოვის, სუმის, ხერსონის ოლქებზე. შაჰიდები ხმელნიცკის ოლქის წინააღმდეგ.

თითოეული ეს დრონი, რუსული რაკეტების ყველა ტიპი საერთოდ ვერ დამზადდებოდა იმ კომპონენტების გარეშე, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ. ანუ, თითოეულ ასეთ დარტყმაში არის, შეიძლება გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც თანამონაწილეობა იმათი, ვინც მუშაობს რუსეთზე, ვინც უზრუნველყოფს რუსეთს ფულით, ვინც ეხმარება მას სანქციების გვერდის ავლითა და არა უბრალოდ ერთი ან ორი, არამედ ათასობით ისეთი კომპონენტის მოძიებაში, რომელთა გარეშეც რუსეთის სამხედრო წარმოება უბრალოდ გაჩერდება.

ხუთი რაკეტა „კალიბრი“ – ეს არის 145 ასეთი კომპონენტი. 33 „ისკანდერი“ – ეს არის 1122 კომპონენტი. 650 სხვადასხვა ტიპის დამრტყმელი დრონი – ეს არის 17 ათასზე მეტი კომპონენტი, რომელთა გარეშეც მათი წარმოება შეუძლებელია. სანქციების გვერდის ავლის მასშტაბური სქემები - ეს არის მკვლელობებში აბსოლუტურად რეალური თანამონაწილეობა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.