სტატია
  1. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  2. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  3. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  4. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  5. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  6. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
  7. თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
  8. „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
"საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული" - კალაძე
პოლიტიკა

"საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული" - კალაძე

"ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი.

უფრო მეტიც, „კამიტეს“ ზემოქმედება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ამის პარალელურად, საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული, კანონსაწინააღმდეგო აქციების არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით. საერთო ჯამში კი, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ იქნა ორასამდე ადამიანი, მათ შორის, მსუბუქი ინტოქსიკაციით მხოლოდ 5 პირი, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან“ - კახა კალაძე.