სტატია
  1. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  2. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  3. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  4. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  5. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  6. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  7. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  8. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს
ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind ვორკშოპს “ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში  შეიტანა წვლილი.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფინტექის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ინდუსტრია და როგორ შეცვალა იგი ტექნოლოგიურმა და ეკონომიკურმა ტენდენციებმა;
  • შილის პირადი გამოცდილება — დამფუძნებლობიდან ვენჩურული კაპიტალის სამყარომდე: გაკვეთილები, გამოცდილება და მიგნებები;
  • დღევანდელი ფინტექ რეალობა — სად იმალება შესაძლებლობები და რა რისკებზეა აუცილებელი ფოკუსირება;
  • AI და ფინტექის შერწყმა — როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ინდუსტრიის წესებს და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს სტარტაპები;
  • სტრატეგიული რჩევები კომპანიებისთვის — AI-ის ეფექტიანი ინტეგრაცია პროდუქტებსა და პროცესებში.

ვორკშოპი  19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.

სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.  ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც  ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.