სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  2. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  3. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  5. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  6. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  7. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  8. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
"საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმართულებით" - "გაერთიანებული სამეფო, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად
პოლიტიკა

"საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმართულებით" - "გაერთიანებული სამეფო, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად

"გაერთიანებული სამეფო, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს დემოკრატიული უკანდახევის კურსი და სრულად განახორციელოს ეუთოს (OSCE) 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

1) საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ ოპერატიული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემით.

2) საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებათა სფეროში, მათ შორის კანონები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები გრანტების, მაუწყებლობისა და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამ პროცესში მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) და ვენეციის კომისიასთან და სრულად განახორციელოს მათი რეკომენდაციები.

3) ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი.

4) საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმართულებით, გამოითხოვოს ამ მხრივ წარდგენილი განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფისა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიანი რეკომენდაციების შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი.