სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  2. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  3. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  5. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  6. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  7. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  8. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
საბანკო მომსახურება ურიგოდ - რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ბიზნესი

საბანკო მომსახურება ურიგოდ - რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

თუ ბანკთან დაკავშირებული პროცესები შენთვის ჯერ კიდევ დღის განრიგიდან სპეციალური დროის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც აუცილებლად სამუშაო საათებს უნდა დაამთხვიო - მაშინ დროა, შენი განრიგის ნაცვლად, მობილურში ადგილი გაათავისუფლო და თიბისი მობაილბანკი გადმოწერო.

აპლიკაცია ყველა საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში გთავაზობს- ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყო, რაც შენთვის ფინანსების მართვას ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის. 

 

საბანკო ანგარიშების მართვა

იმისთვის, რომ თიბისის მომხმარებელი გახდე ფილიალში ვიზიტი აღარ გჭირდება. საბანკო ანგარიშის შექმნას, ფიზიკური ბარათის შეკვეთას, მობილურიდან ბარათის გააქტიურებას  და ახალი ბარათით გადახდის დაწყებას მაშინვე შეძლებ. ბარათის დროებით დაბლოკვაც ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შეგიძლია- თუ ვერ პოულობ, ან უბრალოდ გაუქმება გადაწყვიტე. 

თიბისი მობაილბანკის გამოყენებას ბანკომატიდან თანხის გამოსატანადაც შეძლებ- იმისათვის, რომ ფიზიკური ბარათი ყოველთვის თან არ ატარო. ხოლო, თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა, მობაილბანკიდან ახალს დააგენერირებ და შეტყობინების სახით წამებში მიიღებ. 

 

გამარტივებული გადახდები

ასევე, წამებშია შესაძლებელი: ელექტროენერგიის, წყლის, ინტერნეტის, მობილურის, სხვა კომუნალურებისა და პარკინგის გადახდა. იმისთვის, რომ ყოველ თვე მონაცემები თავიდან არ შეიყვანო, მობაილბანკს ყოველთვიური ხარჯების ავტომატურ გადახდებად დაყენების ფუნქციონალი აქვს. ასევე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მომენტალურად სრულდება ბანკებს შორის გადარიცხვებიც.

 

კონვერტაცია და საერთაშორისო გადარიცხვები

თიბისი მობაილბანკი გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს მათაც, ვინც ხშირად მოგზაურობს ან საზღვარგარეთ მუშაობს. ერთი აპლიკაციის დახმარებით, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ: ვალუტის გაცვლა ფილიალში არსებულ კურსზე უკეთესი შეთავაზებით, უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა და ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა.

მიიღე ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომა მარტივი რეგისტრაციით, სულ რამდენიმე წამში - ფილიალში ვიზიტის, რიგების და სპეციალურად გამოყოფილი დროის გარეშე.  გადმოწერე, თიბისი მობაილბანკი Google Play-დან ან App Store-დან.