სტატია
  1. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  2. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  3. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
  4. თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
  5. „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  6. თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
  7. „ამერიკა დაბრუნდება“
  8. თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
რუსული მედიის ცნობით, ამ წუთებში უკრაინელები მოსკოვს დრონებით უტევენ
მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, ამ წუთებში უკრაინელები მოსკოვს დრონებით უტევენ

რუსული მედიის ცნობით, ამ წუთებში უკრაინელები მოსკოვს დრონებით უტევენ. რუსული მხარის მტკიცებით, დღის დასაწყისიდან მოსკოვის თავზე 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას დრონების თავდასხმის შესახებ ადასტურებს მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინიც.

უკრაინული დრონების საფრთხის გამო როსავიაციამ მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში ფრენები დროებით შეაჩერა. რუსულ მხარეს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის ძალებმა 264 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათი განცხადებით, სამიზნეები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტულის, ულიანოვსკის და იაროსლავის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში, თათარსტანში, მოსკოვის ოლქში, ასევე აზოვისა და შავი ზღვების თავზე ჩამოაგდეს.