სტატია
  1. „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
  2. თიბისის მხარდაჭერით ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
  3. 2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა
  4. თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
  5. თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
  6. სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 319 სამხედრო დაკარგა
  8. „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
"რუსებმა ბავშვების სამხედრო ტყვეებში გაცვლა შემოგვთავაზეს... ეს უკანონოა…"
სოც. მედია

"რუსებმა ბავშვების სამხედრო ტყვეებში გაცვლა შემოგვთავაზეს... ეს უკანონოა…"

"რუსებმა ბავშვების სამხედრო ტყვეებში გაცვლა შემოგვთავაზეს... ეს უკანონოა…

…ბავშვების დაბრუნება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ შემოგვთავაზეს ბავშვების ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებზე გაცვლა. წარმოგიდგენიათ, როგორ შეგვიძლია ბავშვების გაცვლა?! პირველ რიგში, ეს უკანონოა…

როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, ისინი ამ ბიჭებს ბრძოლის ველზე გააგზავნიან. წარმოგიდგენიათ, ასეთი ახალგაზრდა უკრაინელი ბიჭები, მოდიან ბრძოლის ველზე და უკრაინელებს ხოცავენ...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეომრების, სამხედრო ტყვეების დაბრუნება, მაგრამ ჩვენ მათ ბავშვებში ვერ გავცვლით. პირველ რიგში ეს უკანონოა. იმედი მაქვს, რომ კონგრესი კვლავ იპოვის შესაძლებლობას, ბავშვების გამო რუსებს სანქციები დაუწესოს. ჩვენ კონგრესმენებს ამის შესახებ ბევრჯერ ვესაუბრეთ. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.