სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
"როგორც კი შორს ხარ რუსეთისგან, ომი მასთან ერთად ქრება"
საზოგადოება

"როგორც კი შორს ხარ რუსეთისგან, ომი მასთან ერთად ქრება"

"ყოველთვის საკუთარი თავის გჯეროდეთ, თქვენ აბსოლუტურად სხვანაირები ხართ. ქართველი ერი სხვანაირია, ჩვენსავით თავისუფალი. არასდროს დაუჯეროთ რუსეთს, ის ყოველთვის მოგატყუებთ, ყოველთვის შეეცდება, მიიღოს ყველაფერი და სანაცვლოდ არაფერი მოგცეთ. ის ყველას ყოველთვის მეორეხარისხოვნად თვლის, რეალურად თავად არიან ასეთები - მეორეხარისხოვნები, მოუვლელები, ცუდები, არაპრეზენტაბელურები. მათთან საინტერესო არ არის, ამიტომ არ დაუჯეროთ რუსეთს. ის ყოველთვის მოგატყუებთ, როგორც კი შორს ხარ რუსეთისგან, ომი მასთან ერთად ქრება, როგორც კი სხვა ალიანსში, სხვა კავშირში ხარ ევროკავშირში ან სხვა გაერთიანებაში, როგორც კი ნორმალური ურთიერთობა გაქვს მეზობლებთან და რუსეთი სადღაც ჰორიზონტზეა, ლექსიკონიდან ქრება სიტყვა ომი.

ახლო აღმოსავლეთშიც რუსეთია. ყველა ომში ასე თუ ისე რუსეთის კვალია, რუსეთია ამით დაინტერესებული. არასოდეს დაივიწყოთ საკუთარი ისტორია, ეს ძალიან ცუდია, არასოდეს დაივიწყოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ბევრი სასიკეთო გააკეთეს საქართველოსთვის, მათზე შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გქონდეთ, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით ისინი გამორჩეულები არიან. სხვათა შორის, პრეზიდენტზე ვლაპარაკობ, რომელიც ციხეში ზის, ბატონ სააკაშვილზე. ნუ დაივიწყებთ. ამ ქვეყნისთვის მან გააკეთა თავისუფლების კარკასი" - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ფორმულასთან ინტერვიუში.