სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
"რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია, მათი ქმედება - დანაშაულებრივი!" - კინწურაშვილი
საზოგადოება

"რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია, მათი ქმედება - დანაშაულებრივი!" - კინწურაშვილი

"ქართული ოცნება და მათ კმაყოფაზე მყოფი პროპაგანდისტები, ქართველ ქალზე აღმატებულად საუბრობენ ხოლმე.

ამ დროს კი რეჟიმმა 72 წლის დევნილ აზა ჩილაჩავას პროტესტისთვის ციხე გამოატარა!

9 შვილის დედა რამდენიმე დღით ციხეში გამოამწყვდია გზის გადაკეტვისთვის!

ახალგაზრდა გოგოს 3 დღით პატიმრობა მიუსაჯა ტროტუარზე დგომისთვის!

პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე საპასუხო სილისთვის 2 წლით გამოკეტა მზია ამაღლობელი!

ემიგრაციაში წასულ ქალებს, რომლებიც სხვისი მოვლით და მძიმე შრომით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს, ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა!

თავის ტიტუშკებს გოგოები აცემინა საარჩევნო შტაბთან და ბანერზე წარწერისთვის ქალს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა!

ციხესთან მისულ სინდისის პატიმრის დედას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სამართლის საპოვნელად ქუჩაში გამოსვლისთვის!

რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია,

მათი ქმედება - დანაშაულებრივი!

და თუ ვინმე სექტანტად შეიძლება იწოდოს, ეს ის ხალხია, ვინც სხვისი ჩაგვრით იხეირა, ვინც ნულოვანი თანაგრძნობით ადამიანები გაამწარა და ქვეყნის ინტერესი ერთი კაცის ინტერესს ანაცვალა!" - წერს მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში.