სტატია
  1. თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
  2. Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  3. Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
  4. ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
  5. ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
  6. ჟურნალისტი ტრამპს: "შეხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს ომის დასრულების განსახილველად, ისე, რომ იქ არ იყოს პრეზიდენტი ზელენსკი"?
  7. თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
  8. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ბიზნესი

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

ყველაფერი, რაც ქალს ჯანმრთელობის, საჯანსაღისა და თავის მოვლისთვის სჭირდება, PSP უსაზღვროდ დიდ არჩევანს სთავაზობს, ამასთან მსოფლიოში ცნობილი ბრნედების პროდუქციაზე 10 მარტის ჩათვლით განსაკუთრებულ, 70%-მდე ფასდაკლებას აცხადებს.

ეს მრავალფეროვნება და გრანდიოზული ფასდაკლება ძალიან ამარტივებს ქალთა დღეების საჩუქრების შეძენას. მსოფლიოში ცნობილი 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქტებიდან სასურველს ადვილად იპოვი, მაგრამ ყველას ერთად ხომ არ უყიდი; საკითხი დგება, რომელი უფრო სჭირდება ქალს: შრატი თუ სახის ნიღაბი? სახის ნიღაბი თუ ტუში? ბალზამი თუ კონდიციონერი? კონდიციონერი თუ თმის ზეთი? კოლაგენი თუ ვიტამინი? CC კრემი თუ კონსილერი...

და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კოსმეტიკა თუ ყვავილები, სუნამო თუ  სამკაული, თუ…-ზე იმტვრევდა თავს, აღმოჩნდა, რომ ქალების უდიდეს ნაწილს სინამდვილეში მეტი გამოძინება, სამსახურის მერე დასვენება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ოჯახში ზრუნვის გადანაწილება, სქესის განურჩევლად დაწინაურების თანაბარი შესაძლებლობა, ქალებზე სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, პროფესიების სქესის მიხედვით არდაყოფა, მისი არა, რომ არად ისმოდეს და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილება სჭირდებათ.

„ეს ერთგვარი აღიარება და სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც PSP-ს კომუნიკაციას მუდამ თან სდევს - გამბედაობა გავუსწოროთ თვალი რეალობას შეულამაზებლად, დავფიქრდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“-აცხადებენ PSP-ში.