სტატია
  1. თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
  2. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  3. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  4. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  5. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  7. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
რატომ რჩება Toshiba ლიდერად მსოფლიო ბაზარზე
ბიზნესი

რატომ რჩება Toshiba ლიდერად მსოფლიო ბაზარზე

იაპონია ტექნოლოგიური სრულყოფილების, საინჟინრო სიზუსტისა და საიმედოობის სიმბოლოა. ისტორიული ბრენდი Toshiba საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ მოიპოვა იაპონურმა წარმოებამ მსოფლიო აღიარება და მომხმარებლის ნდობა.

Toshiba-ს მიმართ მომხმარებლის ნდობა წლებითაა გამოცდილი. ბრენდის წარმატების საიდუმლო ტრადიციული გამძლეობისა და თანამედროვე ინოვაციების იდეალური სინთეზია, ეს არის ტექნიკა, რომელიც დროს უძლებს და მუდმივად ვითარდება.

Toshiba საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდის საინჟინრო ფილოსოფია მარტივია: შექმნას პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში, მინიმალური ჩარევით შეუფერხებლად იმუშავებს. თითოეული მოდელის მთავარი დანიშნულება მომხმარებლისთვის ყოველდღიური რუტინის მაქსიმალური გამარტივებაა. 

სარეცხი მანქანების ხაზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ხარისხის, გამძლეობისა და ახალი ტექნოლოგიების დაბალანსება. Toshiba ქმნის რეცხვის ტექნილოგიას, რომელიც გათვლილია რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს ტანსაცმელს პირველადი სახე. Ultra Fine Bubble (UFB) ტექნოლოგია წარმოქმნის მიკროსკოპულ ბუშტუკებს, რომლებიც ქსოვილში ღრმად აღწევს და ლაქებსაც მარტივად აშორებს ისე, რომ ქსოვილის სტრუქტურას არ აზიანებს. GreatWaves ფუნქცია რეცხვისთვის ცივ წყალს იყენებს, რითაც 70%-მდე ელექტროენერგიას ზოგავს და სამოსის ფერებს იცავს. Origin Inverter ძრავა კი უხმაუროდ და ვიბრაციის გარეშე მუშაობს, ამიტომ რეცხვა ღამითაც კომფორტულია.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს სამზარეულოს ტექნიკის ხაზიც. განსაკუთრებით Toshiba-ს მაცივრები. ბრენდის ინოვაციური Origin Inverter სისტემა ტემპერატურას მაქსიმალური სიზუსტით აკონტროლებს. სისტემა გამორიცხავს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რაც შენახულ პროდუქტს ბევრად დიდხანს ინარჩუნებს. სპეციალური PureBIO ტექნოლოგია აქტიურად ებრძვის ბაქტერიებს და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. გაგრილების ორმაგი სისტემა (Dual Cooling) კი უზრუნველყოფს, რომ საყინულისა და მაცივრის ჰაერი ერთმანეთს არ შეერიოს და მაცივრის სხვადასხვა განყოფილებაში მოთავსებულ პროდუქტებზე ერთმანეთის სუნი არ გადავიდეს.

ტექნიკის მაღაზია “ალტა“ Toshiba-ს ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და მომხმარებელს ბრენდის საყოფაცხოვრებო  ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ჩვენს ქსელში წარმოდგენილი ყოველი მოდელი ავთენტურია, რაც მომხმარებლისთვის იაპონური ხარისხისა და უმაღლესი სტანდარტების გარანტიაა

Toshiba-ს ტექნიკის შეძენა საიმედო, გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა. ბრენდი მრავალწლიან მუშაობაზეა გათვლილი და მასში მოწინავე ტექნოლოგიები დახვეწილ, სასიამოვნო დიზაინთან იდეალურადაა შერწყმული

 

#განახლებისდროა