სტატია
  1. თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
  2. თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
  3. სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 319 სამხედრო დაკარგა
  5. „თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  6. თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
  7. დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
  8. „თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
"რამდენიმე პროფესორი ჩავიდა რექტორთან, არ მიიღო - მივლინებაში ვარო! იქ იჯდა, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა?.."
საზოგადოება

"რამდენიმე პროფესორი ჩავიდა რექტორთან, არ მიიღო - მივლინებაში ვარო! იქ იჯდა, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა?.."

"უმძიმესი მდგომარეობაა, იქამდეა მისული უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, რომ საკუთარ პროფესორებსაც არ ხვდებიან... დღეს ფაკულტეტის შეკრება გვქონდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ განგაში, რომ მიუღებელია ეს დეფორმა და გვინდოდა, შემდეგ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა რექტორისთვის, რამდენიმე პროფესორი ჩავიდა რექტორთან, არ მიიღო - მივლინებაში ვარო! იქ იჯდა, წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა?..

ზოგჯერ მეუბნებიან შენ რადიკალურად გამოდიხარო, არაფერი რადიკალურად არ გამოვდივარ, განადგურებამდე ვართ მისულნი. მეორეჯერ გვიღალატეს უკვე. გვესვრიან, გვკლავენ, მაგრამ არ მოვკვდებით. ამ ქალბატონს რა უნდა, არ ვიცი, თუ ხარ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი - დაუდექი უნივერსიტეტს, თუ არა და უნდა წავიდეს.

სოხუმის უნივერსიტეტი ხომ მარტო საგანმანათლებლო არ არის, ეს ხომ სიმბოლოა, სიმბოლოა თავისუფლებისა, გაერთიანებისა" - აცხადებს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ელგუჯა ქავთარაძე.