 
                                                        „რამდენიმე კომენტარი პარტიების აკრძალვაზე:
1. “ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე.
ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.
აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, ლელოს სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა - სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.
2. “ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუსცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” ასევე არის სისულელე.
თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე.
ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.
3. ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე - სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს - ძალების კონსოლიდაციის.
2024-ში დროას რომ ჰქონდა ნომერი 1, ჩენი კოალიცია დიდი ალბათოით დროას ბაზაზე გაკეთდებოდა.
ამიტომ მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ აწი ჩვენ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.
Btw, ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.
4. რუსებმა გვითხრეს 2 რამე:
ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას - ავკრძალავთ;
ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს - ავკრძალავთ.
თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი.
ანუ ეშინიათ
ა. ძალების კონსოლიდაციის და
ბ. კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ.
ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.
5. ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:
ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას;
ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.
თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.
ანუ უნდა იყო რუსების ჩმორი. &ლე.
ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.
6. “დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია ჩემი აზრით სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცეებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.
და ბოლოს - არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინალური არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.
ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.
ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.
რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!
**-ში გაიკეთონ ყველა სკამი! გორგოლაჭებიანით დაიწყონ…“ - წერს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურა ჯაფარიძე.