სტატია
  1. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  2. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  3. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  4. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  5. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  6. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  7. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  8. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად
სოც. მედია

ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად

"დღეს გვქონდა ჩვენი სამხედროების მოხსენებები ცის დაცვის შესახებ. ახლა რუსების ტაქტიკა უკრაინის გამოფიტვაზეა მიმართული, უკრაინელების გამოფიტვაზე - პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ხალხის. მუდმივია დრონებით თავდასხმები - ბევრია რეაქტიული შაჰიდი. მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენი მეომრები ჩამოაგდებენ. მხოლოდ ამ ოთხ დღეში იყო ყველა ტიპის თითქმის 1 500 დრონი, მათგან 800-მდე - რეაქტიული.

ყველაზე რთული ამოცანა სწორედ რეაქტიული დრონების ჩამოგდებაა. ახლა მათგან დაცვა ძირითადად ჩვენს საბრძოლო ავიაციაზეა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს საჭირო გადამჭერები. ოთხმა კომპანიამ შექმნა შესაბამისი დრონ-გადამჭერები, ხოლო ერთ-ერთ კომპანიას ყველაზე წარმატებული ტექნიკა გამოუვიდა. ახლა მაქსიმალურად - თავდაცვის სამინისტროც და სამხედროებიც - ყველა უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს რუსული დრონების თითოეული ტიპის ჩამოსაგდებად.

მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის გუნდიდან მათ, ვინც 24/7-ზე მუშაობს, რომ ეს ასე იყოს. შემოდგომაზე საჭიროა პასუხის გაცემა და ჩამოგდების მაჩვენებლის ზუსტად 90%-ზე მაღლა აყვანა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.