სტატია
  1. "მიხაილო დრაპატის და იჰორ სკიბიუკს ვუსურვებ საბრძოლო იღბალს, გამარჯვებებს უკრაინისთვის და წარმატებას რუსი ოკუპანტების განადგურებაში!"
  2. "ვახო სანაიასთვის ფეისბუქის პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით მიექანება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებისკენ"
  3. "ჟურნალისტების დაპატიმრება... იმ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"
  4. 4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
  5. "ბევრი წლის შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ნორმალიზდება. დღეს სომხეთი აზერბაიჯანისგან იღებს დიზელის საწვავს"
  6. "ყველა იქ გაუშვით, ვინც დავალებას არ შეასრულებს! ეს ჩემი ბრძანებაა. ნებისმიერი ჩინოვნიკი, ნებისმიერი - ჯარში! იქ იმსახუროს"
  7. რუსეთში საწვავის წარმოება 40%-მდე შემცირდა, რადგან საკვანძო გადამამუშავებელი ქარხნები დრონებით დარტყმის შემდეგ ისევ გაჩერებულია
  8. თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) მიძღვნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ მსოფლიოს პრესტიჟულ შემოქმედებით დაჯილდოვებზე CLIO Awards 2 ჯილდო მოიპოვა: ვერცხლი - Film Direction -და ბრინჯაო - Creative Disruption.

Clio Awards 1959 წელს დაარსდა, რათა მთელ მსოფლიოში შემოქმედებით სფეროში მიღწეული წარმატებები აღენიშნათ. 60 წელია Clio Awards, ან უბრალოდ Clios, არის ყოველწლიური ჯილდო რეკლამაში, რომელიც აღიარებს შემოქმედებით სრულყოფილებასა და ინოვაციურობას კომუნიკაციასა და დიზაინში. ნომინანტებს აფასებენ მთელი მსოფლიოდან მოწვეული რეკლამის პროფესიონალები.

კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არაერთ საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე დაიმსახურა აღიარება:

„Ad Black Sea 2025“ - ფესტივალი გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.

ADCE Grand Prix 2025-ის დაჯილდოვებაზე ბარსელონაში გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა; 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ADCE-ის ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა გადაეცა. „ევროპელი ვარსკვლავი იოჰანეს ნოიერკლა“ გადაეცემა იდეებს, რომლებიც ასახავენ ევროპულ ღირებულებებს, სამართლიანობას და მშვიდობის ხელშეწყობას.   

Clio Awards სარეკლამო ინდუსტრიაში ფართოდ არის ცნობილი და ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რეკლამის „ოსკარს“ (“the Oscars of advertising”). სარეკლამო სამყაროს გარდა, დაჯილდოვება ფართოდ აღიარებულია ჰოლივუდშიც, Clio-ს ქანდაკება არა მხოლოდ აღიარებულია, მნიშვნელოვან და სასურველ ემბლემას წარმოადგენს.