სტატია
  1. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  2. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  3. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  4. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  5. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  6. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  7. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  8. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ბიზნესი

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

PSP-მ, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, ექსკლუზიური პარტნიორის - იტალიური სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი PIC Solution-ისგან ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ჯილდო PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის გადაეცა, ამასთან აღიარება - ბრენდის ელჩად.

15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.

შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.

„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.

PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ  წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.