სტატია
  1. ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
  2. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  3. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  4. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  5. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  6. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  7. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
  8. თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

PSP-ს ახალი კონცეფციის მესამე აფთიაქი თბილისში, ფალიაშვილის N87-ში გაიხსნა. ინოვაციური კონცეფციის პირველი აფთიაქი თბილისში, PSP-ს დაარსების ადგილას, პეკინის N67-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში, ტბელ აბუსელიძის N13-ში, გაიხსნა.

PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქები მომხმარებელს თანამედროვე და განსხვავებულ გარემოში ახალი ბრენდებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სასურველი პროდუქტის შერჩევა ამ სივრცეში კიდევ უფრო მარტივი და კომფორტულია, განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო სარკე და ინოვაციური საპრეზენტაციო თარო კი თავის მოვლის პროდუქტების გაცნობას სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.

სადიაგნოსტიკო სარკე ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი მონიტორია, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლის სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს. გამოვლენილი მდგომარეობების - ლაქების, ნაოჭების, თვალის გარშემო მუქი წრეების, სიმშრალის, ცხიმიანობისა და სხვა პრობლემების მიხედვით ეკრანზე ჩნდება პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზება მისი კანის საჭიროებების მიხედვით.

მიღებული რეკომენდაციების გაცნობა მომხმარებელს QR კოდის დასკანერებით შეუძლია, სურვილის შემთხვევაში კი სასურველ ელექტრონულ ფოსტაზე მიღება.

ინოვაციური საპრეზენტაციო თარო მომხმარებელს პირველად სწორედ ახალი კონცეფციის აფთიაქში შეუძლია იხილოს. ახალ აფთიაქში წარმოდგენილია კორეული ბრენდის - „მიზონის“ საპრეზენტაციო თარო, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის გაცნობას უფრო მარტივსა და საინტერესო გამოცდილებად სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თაროზე განთავსებული პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაცია ეკრანზე მიიღოს, უკეთ გაიცნოს მისი შესაძლებლობები და მისთვის სასურველი პროდუქტი უფრო მარტივად შეარჩიოს.

მსგავსი საპრეზენტაციო თაროები შერჩეულ აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდის პროდუქტებით განთავსდება, რათა მომხმარებელს ახალი და საინტერესო მეთოდით პროდუქციის გაცნობა და მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო გაუადვილდეს.

საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა ნანა გვილავამ გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის გახსნას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.

„PSP-ს ქსელის განვითარება ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მედიკამენტებისა და მსოფლიოში ცნობილი თავის მოვლის ბრენდების პროდუქტების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფთიაქი მხოლოდ საჭირო პროდუქტის შეძენის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს კომფორტული, საინტერესო და თანამედროვე გამოცდილება შესთავაზოს.

როგორც სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინოვაციური წარმომადგენელი საქართველოში, PSP მუდმივად ნერგავს სიახლეებს როგორც ასორტიმენტის, ისე მომსახურების მიმართულებით. ახალი კონცეფციის აფთიაქიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს - მომხმარებელს შეუძლია ახალი პროდუქტები აღმოაჩინოს, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოსცადოს და პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოს.

გახსნასთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში მოხმარებლისთვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - 5% ექსტრა ფასდაკლება ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ხოლო 10% - პარაფარმაცევტულზე, ყველა 50-ლარიან შენაძენზე კი სასაჩუქრე ქისები გადაეცემათ.

2026 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 ახალი აფთიაქი გახსნა, მათ შორის ახალი დიზაინით ბათუმსა და ქუთაისში, ახლა კი უკვე ახალი კონცეფციით თბილისში. ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე აფთიაქი გაიხსნება, მათ შორის ახალი კონცეფციის აფთიაქი თელავში” - აცხადებენ PSP-ში.

შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ PSP აფთიაქის Facebook გვერდს.

#PSP ხარისხის გარანტი