სტატია
  1. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
  2. PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  3. ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი
  4. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  5. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  6. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  7. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  8. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
"ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა - ის ბავშვებსა და ხანდაზმულებში, ბებია-ბაბუებში, შიშის ჩანერგვას ცდილობდა"
სოც. მედია

"ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა - ის ბავშვებსა და ხანდაზმულებში, ბებია-ბაბუებში, შიშის ჩანერგვას ცდილობდა"

"ვიქტორ ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა - ის ბავშვებსა და ხანდაზმულებში, ბებია-ბაბუებში, შიშის ჩანერგვას ცდილობდა - აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ ახალი მთავრობა მათ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდა, რომ მათ ოჯახის წევრებს ომში წაიყვანდნენ. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა, უკიდურესად დაბლა, დაეცა იმისთვის, რომ ძალაუფლება, მოპარული ქონება და ფული შეენარჩუნებინა.

მსურს, მთელ მსოფლიოს მკაფიო გზავნილი გავუგზავნო: უნგრეთში არავის სურს ომი. უნგრეთი დგას მშვიდობის მხარეს. პარტია Tisza-ს მთავრობა მშვიდობის მთავრობა იქნება. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში საერთოდ არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს რეალურად აწუხებს.

მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების ღირებულების კრიზისზე. ის მუდმივად საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ შუაღამით გააღვიძებდით, იტყოდა, რომ თავად მოიგო ამერიკის არჩევნები და არა დონალდ ტრამპმა. ის საუბრობდა ყველაფერზე - გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს რეალურად ეხება. და უნგრელმა ხალხმა ამ ყველაფერს „არა“ უთხრა" - განაცხადა გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე.