სტატია
  1. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  2. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  3. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  4. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  5. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  6. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
  7. "რუსეთი უნდა დათანხმდეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემოთავაზებას"
  8. თიბისიში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ოპერაციის "ეპიკური რისხვა" ფარგლებში, მხოლოდ პირველი 24 საათის განმავლობაში 1 000-ზე მეტი ირანული სამიზნე დაიბომბა
ტექნოლოგიები

ოპერაციის "ეპიკური რისხვა" ფარგლებში, მხოლოდ პირველი 24 საათის განმავლობაში 1 000-ზე მეტი ირანული სამიზნე დაიბომბა

დადასტურებული ინფორმაციით, ოპერაციის "ეპიკური რისხვა" ფარგლებში, მხოლოდ პირველი 24 საათის განმავლობაში 1 000-ზე მეტი ირანული სამიზნე დაიბომბა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. დოკუმენტში ჩამოთვლილია აშშ-ის სამხედრო საშუალებები, მათ შორის ფარული ბომბდამშენები, დრონები, გამანადგურებლები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ასევე, აღნიშნულია ირანული სამიზნეები, კერძოდ, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, ბალისტიკური რაკეტების განლაგების ობიექტები და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ერთობლივი შტაბ-ბინა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა ოპერაციას "ლომის ღრიალი", აშშ-მა კი "ეპიკური რისხვა" უწოდა.

სამიზნე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურდა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ლიკვიდირებულია 48 ირანელი ლიდერი.