სტატია
  1. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  2. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  3. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  4. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  5. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  6. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
  7. იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  8. თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
"ნუ გადაიწურავთ იმედს" - პროდასავლურ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე ციხიდან
საზოგადოება

"ნუ გადაიწურავთ იმედს" - პროდასავლურ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე ციხიდან

"სალამი, მეგობრებო!

დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნევოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს.

არ გეგონოთ ეს წერილი ჩემი ხვეწნა-მუდარა რიგითი საცოდავისგან, არა! ეს არის გამხნევება იმ ადამიანისგან, რომელიც ამაყობს თქვენით. ახლა აღგიწერთ, რა დავინახე, მე რა ვიგრძენი: კიდევ ერთი ურიცხვი ადამიანის მხარდაჭერა, კიდევ ერთი შეუპოვარი ბრძოლა, ერთი რიგითი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ერთადერთი, რაზეც აუცილებლად ვიწუწუნებ ის არის, რომ ჩემი ფიზიკური და ყოფითი მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე, მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ და საამურ მარშში. თუმცა შემიძლია, ბედნიერიც ვიყო, რადგან მე იმ ადამიანების სიაში ვარ, ვის გამოც ეს ამბავი დღემდე მიმდინარეობს. მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ, მადლობა ყველას იმისთვის, რომ ქართველები ხართ! და მადლობა, რომ ხართ! " - წერს პროდასავლურ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.