სტატია
  1. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  2. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  3. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  4. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  5. გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
  6. დრონები გაშვებულია რუსეთის არაერთი ოლქის, მათ შორის ბელგოროდის, ვორონეჟის, ლიპეცკის, ორლოვისა და კურსკის მიმართულებით
  7. თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება
  8. „ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ბიზნესი

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან - მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ.

პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში და ფუნტში. თანხის შეტანის პერიოდულობა და ოდენობა კი სრულად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

დაგროვების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის დაყენებაც - ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად, თქვენთვის სასურველი თანხით.

საბავშვო ანაბარი იხსნება მშობლის ან ოფიციალური მეურვის მიერ, მინიმუმ 2 წლის ვადით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

როგორ გახსნათ საბავშვო ანაბარი მობაილბანკიდან?

  • თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე რეგისტრირებული გყავთ თქვენს მობაილბანკში, შედით საბავშვო სივრცეში და გახსენით ანაბარი რამდენიმე წამში.
  • თუ თქვენი შვილის სივრცე მობაილბანკში ჯერ არ არის რეგისტრირებული, პირველ ეტაპზე დაამატეთ მისი მონაცემები მობაილბანკში, შემდეგ კი საბავშვო სივრციდან გახსენით ანაბარი.

დაიჯერეთ, რომ დიდი მიზნების მიღწევა ყოველდღიურად გადადგმული პატარა ნაბიჯებით  უფრო რეალური ხდება. სანამ თქვენი და თქვენი შვილების სურვილები და მიზნები მიუღწეველ ან რთულად გასამკლავებელ დიდ ხარჯებად იქცევა, დაიწყეთ მათი ასრულებისთვის ზრუნვა დღესვე - გახსენით საბავშვო ანაბარი პირდაპირ თიბისი მობაილბანკიდან და იყავით მზად მომავლისთვის.