სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  2. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
  3. "ყველა პრემიერ მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა"
  4. მედია: თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება იჰორ კლიმენკო, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
  6. "რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს, მეკობრეობაც კი აღარ არის"
  7. უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად რუსული фсб-ის საპატრულო გემის განადგურება თანამგზავრული ფოტოებით დადასტურდა
  8. EU-მ მოლდოვასთან მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ბიზნესი

მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

თიბისის მობაილბანკის განახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება.ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.

დავიწყოთ იმით, რომ პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა.

მობაილბანკში მნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის - კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა შესაძლებელი; ხოლო ანგარიშის მართვა ორივე მშობელს შეუძლია.

თუ საერთო ხარჯები უკვე გახდა თქვენი საყვარელი ფუნქციონალი, სიახლე აქაც დაგხვდებათ - დავალიანების დაფარვას უფრო მარტივად შეძლებთ. გადარიცხვებისას ნაჩვენები ერთი რეკომენდირებული ანგარიშის შეცვლა უკვე შესაძლებელია. ასევე, გამარტივდა მეგობრის მოწვევა და ბალანსის მართვა ერთ სივრცეში.

განახლებული გადახდების გვერდი კი, გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო ახალი გადახდები რამდენიმე წამში, დააჯგუფო რამდენიმე გადასახადი და თითის ერთი დაჭერით, ერთდროულად გადაიხადო ყველა ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია შექმნა ხშირი გადახდების შაბლონები

განახლდა შედეგის გვერდებიც და უფრო მარტივად გაიგებ, ოპერაცია წარმატებით შესრულდა თუ არა.  

რაც შეეხება ანგარიშის QR კოდის გაზიარების გვერდს - ახალი დიზაინით კიდევ უფრო გამარტივდა QR-ის დასკანერება, გაზიარება, ჩამოტვირთვა, ასლის შექმნა და ამობეჭვდვა.  

ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას მობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელსაც განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს ციფრული საბანკო ურთიერთობები.