სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  2. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  4. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  5. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  6. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  7. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  8. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო
მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო.

„მოლდოვის რესპუბლიკა დსთ-ს წევრი აღარ იქნება. ჩვენი ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების საფუძვლად არსებული შეთანხმებების დენონსაცია დამტკიცების პროცესშია და დოკუმენტები მალე პარლამენტს გადაეცემა“, - განაცხადა პოპშოიმ.

„ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე-ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ. დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, - თქვა პოპშოიმ.