სტატია
  1. ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
  2. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში საქართველოს ბაზაზე მოქმედი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სერვისპლატფორმებიც მოხვდნენ
  3. უკრაინა რუსეთს 350-ზე მეტი დრონით უტევს
  4. უკრაინელებმა კიბერშეტევით რუსულ საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ოლქში საკუთარი Su-57 ჩამოაგდებინეს
  5. "მიხაილო დრაპატის და იჰორ სკიბიუკს ვუსურვებ საბრძოლო იღბალს, გამარჯვებებს უკრაინისთვის და წარმატებას რუსი ოკუპანტების განადგურებაში!"
  6. "ვახო სანაიასთვის ფეისბუქის პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით მიექანება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებისკენ"
  7. "ჟურნალისტების დაპატიმრება... იმ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"
  8. 4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
"მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ"
საზოგადოება

"მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ"

"ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი, ემოცია, რა თქმა უნდა მაქვს, ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი, მინდა მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში... ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილიყო საერთაშორისო ასპარეზზე, ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში… მინდა, რომ საპატიმროში არავინ აღარასდროს აღარ იყოს. მინდა, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი აქვს.

7 თვე რთული იყო, განსაკუთრებით ოჯახს როცა შორდები, შვილებს, მეუღლეს, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმისა რომ გავიმარჯვებთ იმდენად ძლიერია, რომ არც ერთი დღე არ გამჭირვებია... მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ, ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ გვაძლიერებს აბსოლუტურად ყველას, დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს საოცარი ჟინი მოდის. რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს..."  -განუცხადა ჟურნალისტებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.