სტატია
  1. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  2. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  3. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  4. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  5. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
  6. თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
  7. Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  8. Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც ამარტივებს მომხმარებლების ყოველდღიურობას. ბანკი განსაკუთრებით ზრუნავს თვითდასაქმებულებზე და ერთ წელზე მეტია, აძლევს შესაძლებლობას, სამომხმარებლო სესხი პირდაპირ მობაილბანკიდან აიღონ - არ აქვს მნიშვნელობა შემოსავალი საბანკო ანგარიშზე პირადი ჩარიცხვებით უფიქსირდებათ თუ ნაღდი ანგარიშსწორებით.

სესხის მოთხოვნის შემდეგ თვითდასაქმებული მომხმარებელი მობაილბანკში უთითებს საქმიანობასა და შემოსავალს, ხოლო სისტემა ავტომატურად ამოწმებს ანგარიშზე არსებულ ჩარიცხვებს, რის საფუძველზეც უმტკიცდება ან არ უმტკიცდება სესხი. თუ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, მომხმარებელს შეუძლია მარტივი პროცედურით დაადასტუროს საკუთარი საქმიანობა.

სწორედ საქმიანობის დადასტურების პროცესი გახდა კიდევ უფრო მარტივი. თუ აქამდე ამისთვის ბანკის წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე ფიზიკური ვიზიტი იყო საჭირო, რაც დამატებით დროს მოითხოვდა, ახლა საქმიანობის დადასტურება ონლაინ, ვიდეოვიზიტითაც არის შესაძლებელი.

ვიდეოვიზიტის დასაჯავშნად მომხმარებელი:

  • უნდა შევიდეს მობაილბანკში და მოითხოვოს სესხის ლიმიტი;
  • აირჩიოს მისთვის სასურველი დღე და დრო ვიდეოვიზიტისთვის;
  • ვიდეოზარის დროს იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე და უპასუხოს რამდენიმე მარტივ კითხვას საკუთარი საქმიანობის შესახებ.

პროცედურის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას, ხოლო სესხის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება.

თვითდასაქმებულებს შორის არიან ფრილანსერები, ხელოსნები, მკერავები, ავტომექანიკოსები, სტილისტები და სხვა პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც საქმიანობის დადასტურება აქამდე დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ვიდეოვიზიტის დანერგვით ეს პროცესიც სრულად ციფრული, უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა.

თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას, რათა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახდეს.