სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
  2. პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  3. ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
  4. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 790 სამხედრო დაკარგა
  5. Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  6. Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
  7. რუსეთში ნოვოშახტინსკის ქარხნის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალზე ისევ ხანძარია
  8. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
"კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, მოდის ცვლილებები. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის მისაღწევად"
სოც. მედია

"კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, მოდის ცვლილებები. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის მისაღწევად"

"უკრაინა მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის ფორმატით „ყველა-ყველაზე“, და ეს შეიძლება გახდეს კარგი პროლოგი ომის დასასრულებლად.

სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დროს წაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად.

ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი ელით უკრაინელებისა და რუსების თაობებს, რომლებიც ჩენს შემდეგ მოვლენ.

თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს გვიჭერს. მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით ძლიერად ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის - არა რუსეთისთვის, არამედ პირადად თქვენთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს არის რუსეთის ისტორიის ფაქტი, რომელიც კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, მოდის ცვლილებები.

ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის მისაღწევად.

თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი" - ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა.