სტატია
  1. "იცით, მე დავრეკე თუ სხვამ დარეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მთავარი შედეგი ისაა, რომ მან (ილონ მასკმა) ყველაფერი აღადგინა“
  2. „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  3. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  4. Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
  5. თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
  6. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 250 სამხედრო და 1 750 დრონი დაკარგა
  7. თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
  8. Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესი

ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელს კი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს.

კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ.

თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება - მთავარია გჯეროდეს!