სტატია
  1. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  2. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  3. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  4. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  5. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  6. Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
  7. მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
  8. თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
"ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმი გამოვთქვი"
მსოფლიო

"ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმი გამოვთქვი"

„აშშ-სა და ირანს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და არამხოლოდ გამდიდრების პროცესის შეჩერებას... არ დაგიმალავთ, ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმი გამოვთქვი, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ირანი ერთ რამეში სანდოა – ისინი იტყუებიან და თაღლითობენ.

მაგრამ მე ვთქვი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ის უნდა მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს. რამდენიმე კომპონენტს, რომლებიც, ჩვენი აზრით, არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა არსებობდეს. თავად გამდიდრების პროცესი კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ, უნდა დაიშალოს ის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.