სტატია
  1. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  2. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  3. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  4. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
  5. გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
  6. 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი - თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
  7. PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
  8. 2026 წელს უკრაინის სახმელეთო რობოტებმა 112 000 ლოგისტიკური და საევაკუაციო მისია შეასრულეს
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ბიზნესი

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ინფორმატიკის 38-ე საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOI 2026) ამზადებს.

IOI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური ტექნოლოგიური და სამეცნიერო ოლიმპიადაა, რომელიც წელს 9-16 აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება. კონკურსზე უფროსკლასელები სხვადასხვა ქვეყნიდან ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირების მიმართულებით მიღებულ ცოდნას ურთულესი ამოცანების ამოხსნის პროცესში გამოცდიან.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ ოთხი მოსწავლე იასპარეზებს: ვლადიმერი ფრანგიშვილი, ანდრია ვასაძე, მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი.

ნაკრები გუნდის კანდიდატები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე შეირჩევა, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია ატარებს.

საქართველოს ინფორმატიკის ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადისთვის სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ პროგრამას გადის. პირველი ეტაპი ივნისში თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გაიმართა, ხოლო დასკვნითი ნაწილი ივლისში ბაკურიანის სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, სადაც მონაწილეებმა ოლიმპიადის ფორმატზე მორგებული ალგორითმული ამოცანები და პრაქტიკული ქეისები დაამუშავეს. საბოლოო მოსამზადებელი ეტაპი 1-7 აგვისტოს, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში ჩატარდება. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთი ოლიმპიადაა, იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს.