სტატია
  1. Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
  2. განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის - მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
  3. უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
  4. გაზპრომის აქციები ბოლო 20 წლის ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
  5. "დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია"
  6. უნგრეთმა ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო
  7. თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
  8. ორბანის თანაგუნდელმა, პეტერ სიიარტომ, პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ის ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიაში BYD იწყებს მუშაობას
გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა
ბიზნესი

გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა

თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელიც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ლონდონში მიიწვიეს. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მთავარი სცენის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2030 წლისთვის საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.

 

ყოველწლიური ღონისძიება ლონდონში ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტ ლიდერს აერთიანებს. Global Banking Summit-ზე ბანკების ხელმძღვანელები, ტექნოლოგიური კომპანიები, ანალიტიკოსები და რეგულატორები ერთად განიხილავენ ფინანსური სექტორის ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.

 

გიორგი თხელიძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: წამყვანი ბრიტანული კომერციული ბანკის - Lloyds - საცალო საბანკო საქმიანობის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანიის - Temenos-ისა და ბრიტანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია - Encompass-ის  წარმომადგენლები.

  

“Financial Times დაინტერესდა თიბისი ჯგუფის წარმატებით, რაც საქართველოსა და უზბეკეთში მოწინავე ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე დანერგვით არის განპირობებული. თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ინტერნეტ ბანკი 2001 წელს დანერგა. ჯგუფმა განვითარება ტექნლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციით განაგრძო. საქართველოს გამოცდილებამ მყარი საფუძველი შექმნა, რომ უზბეკეთში პირველი სრულიად ციფრული ბანკი განგვევითარებინა,  სადაც უკვე 22 მილიონი მომხმარებელი და თვეში 6 მილიონი აქტიური კლიენტი გვყავს.

 

ფორუმზე აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე გავაკეთეთ: თიბისის მომხმარებელთა 70% ბანკთან უკვე ციფრულ არხებში ურთიერთობს, ტრანზაქციების 95% კი ელექტრონულად სრულდება. თვეში 1 მილიონი ინტერაქცია AI აგენტების მეშვეობით ხდება, რაც მომხმარებელთა მოთხოვნის 50%-ს მოიცავს.

 

ამ ეტაპზე AI ინსტრუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ. 70 პროცესზე მეტი ბანკში უკვე ავტომატიზებულია, შედეგად, ვაჩქარებთ ბიზნეს პროცესებს და ვაუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ვცდილობთ, ბანკირებს კიდევ უფრო მეტი მონაცემზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონიფიცირებული მომსახურებისთვის; ხოლო იქ, სადაც ადამიანის ჩართულობა აუცილებელი არ არის, AI ინტერაქცია უფრო ეფექტიანად დავნერგოთ.

 

მეამაყება, რომ Financial Times-მა ყურადღება სწორედ საქართველოზე და თიბისი ჯგუფზე შეაჩერა. შედეგად, მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა”,- გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.